ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი „The Beatles”-ის წევრის, ჯონ ლენონის ქვრივი, წარმოშობოთ იაპონელი ქალბატონი იოკო ონო ავტობიოგრაფიის წერას შეუდგებოდა.
ამ ნაშრომში დეტალურად იქნებოდა განხილული ქალის ურთიერთობა როგორც ჯონ ლენონთან, ასევე ჯგუფი “The Beatles”-ის დანარჩენ წევრებთან.
თავის დროზე, იაპონელ ქალბატონს ბრალს სდებდნენ, რომ მან ხელი შეუწყო ჯგუფის დაშლას.
ცნობილი იყო რომ საკუთარ მემუარებში იოკო ონო შეეცდებოდა ეს მოსაზრება გაებათილებინა და ჯგუფში წარმოშობილი განხეთქილების ნამდვილ მიზეზებზე ესაუბრა.
გუშინ მუსიკალურმა გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ ქალბატონმა იოკომ საკუთარ ნაშრომზე მუშაობა დაასრულა.
ეს ავტობიოგრაფია დღის სინათლეს 2015 წლის დასაწყისში იხილავს.