რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ტელეკომპანიამ „Freesat“ ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და ომის თემაზე შექმნილ ფილმებში წარმოდგენილი საომარი სცენების რეიტინგი შეადგინა.
ამ თავისებურ ნუსხაში პირველობა არავის დაუთმო რეჟისორ სტივენ სპილბერგის სურათმა „რიგითი რაიანის გადარჩენა“. ამ ფილმიდან პირველმა საომარმა სცენამ ხმების 46% მოაგროვა.
მეორე ადგილი დაიკავა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იაპონელების თავდასხმის სცენამ, კინორეჟისორ მაიკლ ბეის სურათში „პერლ-ჰარბორი“. მას გამოკითხულთა ხმების 13% ერგო.
მესამე საფეხურზე აღმოჩნდა არნემთან ბრძოლის ეპიზოდი ფილმში „ხიდი ძალზე შორსაა“. მან 9% დაიმსახურა.
მეოთხე პოზიცია დაისაკუთრა შვეულმფრენების ცნობილმა სცენამ, „ვალკირიის ვალსის“ თანხლებით, ფილმიდან „აპოკალიფსი დღეს“.
მეხუთე საპატიო ადგილი კი ერგო ერთ ეპიზოდს, პირველი მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი სურათიდან „გალიპოლი“.