დღეს, "ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის" (IAGE) ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აღდგენილი აფხაზური ხალხური სიმღერების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
ალბომი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფოლკრადიოს ერთობლივი ინიციატივაა.
აღდგენილა არქივში დაცული 30-ზე მეტი აფხაზური ხალხური სიმღერა და პირველად ჩაიწერა CD დისკზე.
როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, ინიციატივა სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობასა და აფხაზ და ქართველ ხალხთა შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.
სიმღერების კრებული სახალხო დიპლომატიის ინიციატივების მეშვეობით, აფხაზ კოლეგებსაც გადაეცემათ.
4 დეკემბერს კი ალბომის პრეზენტაცია ზუგდიდში გაიმართება.