საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი დანიშნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გოჩა რატიანი მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა და მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომელი იყო.
თავდაცვის უწყებაში ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე 4 ნოემბერს დაინიშნა. ხუთ ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის ხუთივე მოადგილე – ირაკლი გეგეჭკორი, ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.