25 ნოემბერს ცივილიზებული სამყარო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ორი დღის წინ, ქალთა უფლებების დასაცავად მთელი საქართველო გაერთიანდა. აქციას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა.
ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები ერთი მოწოდების გარშემო შეიკრიბა „ არა ქალზე ძალადობას".
ბეგლარ სიორიძე: "შეუძლებელია გულგრილი იყო აღნიშნული პრობლემის მიმართ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმ ადამიანების გარშემო, ვინც ოჯახური თუ სხვა სახის ძლადობის მსხვერპლი გამხდარა, ჩვენი მხრიდან საჭიროა მეტი ყურადღება, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი ფაქტები. ნებისმიერი მოძალადე უნდა თვლიდეს, რომ ის დამნაშავეა და დაუსჯელი არ დარჩება. მივესალმები დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ".