ოზურგეთში მყოფ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, მთისპირში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თამარ შავაძე შეხვდა.
ცნობისთვის, 2006 წლის 6 სექტემბერს, სოფელ მთისპირში ჯემალ და მერი შავაძეების ოჯახში მოულოდნელად ტრაგედია დატრიალდა _ 19 წლის თამარ შავაძეს დაუზიანდა ხერხემალი, რის გამოც მას გადაადგილება არ შეუძლია: "ყველას ვუგზავნი წერილებს და ვითხოვ დახმარებას, მაგრამ შედეგი არ არის. სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია, ამის სახსრები კი ჩემს ოჯახს არ გააჩნია. ყოველი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ახლა არ გამიკეთდა ოპერაცია, არ არის გამორიცხული, შემდეგ გვიანი აღმოჩნდეს", _ უთხრა დიმიტრი ხუნდაძეს თამარ შავაძემ.
დეპუტატი შავაძეს დაჰპირდა, რომ ის გაეცნობა ინფორმაციას მის შესახებ და აუცილებლად დაუკავშირდება.