27 ნოემბერს რეგიონული ტურნეს ფარგლებში მედიაპროექტ "ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. იგი შეხვდა მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას, საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, მოსწავლეებს და პედაგოგებს. შეხვედრის მიზანი იყო ქვეყანაში სოციალური-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივირება და პედაგოგების წახალისება. გადაწყდა, რომ მომავალ წელს მედიაპროექტ "ეტალონის" ფორმატით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისათვის სპეციალური გადაცემა მომზადდება.
(R)