https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დოკუმენტი გრიფით “საიდუმლო” და ტენდერები, რომლებიც ბევრ კითხვას ბადებენ

18:10; 24.10.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლიცენზიის მფლობელი “ჯორჯიან რესორს კომპანია” გახდა, რომელიც ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული და საქართველოში წარმომადგენლობა დღემდე არ გაუხსნია. “გურია ნიუსის” შეკითხვებს, კომპანიის წარმომადგენლობამ რამდენიმე სიტყვით უპასუხა და დაგვიდასტურა, რომ საბადო ნამდვილად მათ შეიძინეს, თუმცა, ბევრი კითხვა უპასუხოდ, შემდგომისთვის შემოიტოვეს. მას შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა და კომპანიის ბრიტანელი ხელმძღვანელი ჩვენს წერილებს პასუხს აღარ სცემს.

ზოტის ოქროს საბადოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არავის მოუწოდებია. აღნიშნულის შესახებ არც ზოტელებმა იციან რამე. არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც “ჯორჯიან რესორს კომპანიას” ზოტში სამუშაოების დაწყების უფლებას აძლევს. ეს არის და ეს. უცნობია აუქციონის დამატებითი დეტალები და ისიც, ნახავს თუ არა ამ ლიცენზიის გაყიდვით სარგებელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

ზოტელები ამ ინფორმაციამ ძალიან შეაწუხა. ისინი ჩვენს გაზეთთან საუბარში აღნიშნავენ, რომ სამუშაოების დაწყება ბევრ პრობლემას შექმნის და ეჭვობენ, რომ სოფელში ურანის დიდი რაოდენობაა, რომლის გამოც, სამუშაოების დაწყება დაუშვებელია. ამ საკითხზე კომენტარს გარემოს დაცვის სამინისტროში არავინ აკეთებს; დუმს ადგილობრივი ხელისუფლებაც იმ მიზეზით, რომ მათთვის ოფიციალურად არაფერია ცნობილი.

ზოტის ოქროს საბადოებზე სამუშაოები 50-იან წლებში კომუნისტებმა დაიწყეს და როგორც სოფლის უხუცესები იხსენებენ, 15-მდე მაღარო გათხარეს. იმ დროინდელი კვლევებით დადასტურდა, რომ ოქროს მარაგი ძალიან დიდია, თუმცა, მუშაობა არავის დაუწყია. ის ადამიანები, რომლებიც მაღაროს გათხრებზე მუშაობდნენ, დღეს ჩვენთან საუბრისას იხსენებენ, რომ ზოტში რამდენიმე მეცნიერული კვლევა ჩატარდა და დასრულების შემდეგ ყველა მაღარო დაიხურა. რეალური მიზეზები უცნობია, რადგან ყველა კვლევას “გრიფით საიდუმლო” ადევს.

“გურია ნიუსმა” ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი საკუთარი წყაროებით მოიპოვა, რომელიც ზოტში ფერადი და იშვიათი ლითონების მარაგის ოდენობას გვამცნობს. დოკუმენტის თანახმად, ზოტის ველი ოქრო-სულფიდური და ოქრო გოგირდ-კოლჩედანური გამოვლინების 9 მადნიდან შედგება. გამოვლინებები პოლიმეტილებთან ერთად შეიცავენ ოქროს და ზოგჯერ იშვიათ ლითონებსაც, თუმცა, მათი განზომილებები (სიმძლავრე, გავრცელება) და მინერალიზაციის ინტესივობა ცვალებადია. იგი აგებულია შუა ეოცენის ვულკანური და ვულკანურ დანალექი ქანებით, სიენიტ დიორიტული და გაბრო-დიორიტული ინტრუზივებით, სუბინტრუზივებით და სხვადასხვა შემადგენლობის დიაკური სხეულებით. გამადნებები დაკავშირებულია აღნიშნული ინტრუვიზების შეცვლის ზონებთან, სადაც გამოიყოფა ინტენსიურად გამადნებული ძარღვისებური სხეულები (სიმძლავრე 0,3-დან 3,5-მდე, გავრცელება _ 15-20 მ-დან რამდენიმე კილომეტრამდე) სასარგებლო კომპონენტების შემცველობა: ოქრო _ 0,2 მგ/ტ-დან 4,6 გრ/ტ-მდე; ვერცხლი _ 0,4 გრ/ტ-დან 12 გრ/ტ-მდე, სპილენძი _ 0,2 გრ/ტ-დან 4,6 გრ/ტ-მდე, ტყვია _ 0,1%-იდან 3,6 %-მდე, თუთია 0,15-დან 3,3 პროცენტამდე. მოლიბდენი _ 0,008 პროცენტიდან 0,1 პროცენტამდე; იშვიათი ელემენტები: კადმიუმი (0,5 პროცენტამდე), ბისმუტი (0,2 პროცენტამდე) დარიშხანი (5,2 პროცენტამდე), სურმა (1,4 პროცენტამდე).

გამოვლინების პროგნოზული რესურსები განისაზღვრება 30 ტონამდე ოქროთი და 70 ტონამდე ვერცხლით. დოკუმენტის თანახმად, გამოვლინებები შესწავლილია ძებნა-შეფასებით სტადიაზე და საჭიროებს დეტალურ შესწავლას.

ამ კვლევებზე ბევრი მეცნიერი და პროფესორი მუშაობდა. ერთ-ერთს ჩვენც მივაგენით, რომელიც საუბარს იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით. მეცნიერ-მკვლევარი იხსენებს, რომ საბადოებზე კვლევებს სპეციალური ფორმით ატარებდნენ, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალია რადიაციის დონე:

_ კომუნისტების დროს, ზოტის რადიაციული ფონი რამდენჯერმე შემოწმდა და დასაშვებ ზომას 8-7-ჯერ გადააჭარბა. არსებობს რამდენიმე მეცნიერული კვლევა. ერთ-ერთი ჯგუფი, ზოტის მთებში ურანის რაოდენობას იკვლევდა. მე არ ვიცი, იმ დასკვნაში რა წერია, მაგრამ კოლეგებისგან გამიგია, რომ ურანის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სამუშაოების დაწყება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, იქ კვლევები არ ჩატარებულა და შესაბამისად უცნობია დღევანდელი მდგომარეობა, თუმცა, მეცნიერული ვარაუდით, სახარბიელო ნამდვილად არ იქნება, _ გვითხრა რესპონდენტმა.

მისივე თქმით, ზოტში სამუშაოების დაწყება, მარტო ზოტელებისთვის არ იქნება საფრთხის შემცველი. მეცნიერის განმარტებით, საფრთხე ჩოხატაურის მოსახლეობასაც ემუქრება.

ზოტის საბადოსთან დაკავშირებით ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ შევძელით იმ დოკუმენტების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ, რომ შევარდნაძის პერიოდში ზოტის ოქროს საბადო 20-წლიანი ლიცენზიებით სამჯერ გაიყიდა.

პირველად, 1998 წლის 4 სექტემბერს _ ლიცენზიის მფლობელი გერმანული კომპანია, ს/ს “ტერნეს ჯორჯია ექსპლორეიშენი” გახდა. ლიცენზიას დამატებითი პირობები ახლდა, რომელშიც აღნიშნულია კომპანიის სხვა ვალდებულებები ჩოხატაურთან მიმართებაში. კერძოდ კი, რაიონის შიდა გზებში აღდგენაში მონაწილეობა (30%); დაბა ჩოხატაურის საშუალო სკოლის შენობის მიმდინარე რემონტი/რეკონსტრუქცია და თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა; რაიონის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო პოლიკლინიკის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა; ნაბეღლავის და ზოტის სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებში მონაწილეობა; მდინარე გუბაზეულზე 2-მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა; მონაწილეობა რაიონის სხვა საინვესტიციო პროგრამებში; გადამამუშავებელი კომბინატის გახსნა და ახალ შექმნილ საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად დასაქმება _ დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირების (მუშახელი) 100 პროცენტიანი დასაქმება და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიების გატარება (30%-იანი დასაქმება).

აღნიშნულ კომპანიას ზოტში სამუშაოები არ დაუწყია. დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, მას ლიცენზია შეუწყვიტეს და 2 წლის შემდეგ ხელახალი აუქციონი გამოაცხადეს.

2000 წლის 16 მარტს, ზოტის საბადოების ახალი მფლობელი, ისევ 20 წლის ვადით, “ჯორჯიან გეითი” გახდა. დოკუმენტების თანხად, აღნიშნული კომპანია ამერიკას წარმოადგენდა და საქართველოში 2000 წლის 1 მარტს დარეგისტრირდა. განსხვავებით წინა აუქციონის გამარჯვებულისგან, “ჯორჯიან გეითის” უფრო მეტი ვალდებულებები ჰქონდა _ მას 5 წლის განმავლობაში უნდა შეესწავლა სალიცენზიო ობიექტი და ამაში 3 მილიონი დოლარი უნდა დაეხარჯა, მათ შორის 300 ათასი დოლარი პირველივე წელს. სხვა პირობები კი წინას მსგავსი იყო: გზები, სკოლა, საავადმყოფო, ჰესი, დასაქმება…

თუმცა, როგორც გაირკვა, ცენტრს არც ეს კომპანია მოეწონა და ერთ წელიწადში ისევ ახალი მფლობელი გამოჩნდა, ისევ 20-წლიანი ლიცენზიით და ისევ უცხოური _ მესამეჯერ ზოტის ოქროს საბადო ფრანგულმა კომპანიამ “ვივენდმა” შეიძინა. როგორც გავიგეთ, იმ დროისთვის საკმაოდ ძვირად, 80 000 დოლარად, რომელსაც წინა ორის მსგავსად, ხელშეკრულებაში დამატებითი პირობები ჰქონდა ჩადებული.

ამ კომპანიების შესახებ დღეს ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია. ინტერნეტში მათ შესახებ არაფერი იძებნება. შესაბამისად, უცნობია, რამდენად რეალური იყო ეს აუქციონები და ლიცენზიებში გადახდილი თანხა. იმ დროინდელი ჩინოვნიკები, რომლებსაც ამ აუქციონებთან შეხება ჰქონდათ, ჩვენთან პირად საუბრებში იხსენებენ, რომ სამივე აუქციონი შორს არ წასულა. როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, იმ დროს ამ აუქციონით ფული გათეთრდა:

_ ეს იყო ერთგვარი სქემა და სწორედ ასეთი აუქციონებით ხდებოდა ფულის გათეთრება, რომელიც ჩინოვნიკებს სხვადასხვა გზით ჰქონდათ ნაშოვი. ყველა ამ კომპანიის უკან ქართველები იდგნენ. შესაბამისად, ეს ბოლო აუქციონიც ბევრი ეჭვის შემცველია. ის, რომ კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, ბევრ რამეს ხდის ფარდას. იქიდან გამომდინარე, რომ მეც ვიყავი ამ საქმეებში ჩახედული, გამოვთქვამ საფუძვლიან ვარაუდს, რომ ახლაც იგივე მოხდა _ ვიღაცამ დიდი ფული გაათეთრა, _ გვითხრა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

რესპონდენტის სიტყვებს ისიც ამყარებს, რომ კომპანიის უცხოური ხელმძღვანელობა დეტალებზე საუბარს გაურბის. დუმან სახელისუფლებო სტრუქტურებიც.

არის კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც საუბარი არავის სურს _ ზოტის საბადოები ტყეშია, ტყე კი, 20-წლიანი ლიცენზიით გურიის ყოფილ გუბერნატორს, მიხო სვიმონიშვილს აქვს შეძენილი და სამუშაოებს იქ ახლაც აწარმოებს. ამ ლიცენზიაში მას 4 მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოდის, რომ სახელმწიფომ 20 წლით გასხვისებული ტერიტორია ხელახლა, ამჯერად 40 წლით გაასხვისა. როგორც აღვნიშნეთ, ამ თემაზე კომენტარს არავინ აკეთებს, არც თავად სვიმონიშვილი.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრო ახალ აუქციონს ამზადებს _ ამჯერად 40-წლიანი ლიცენზიით ვაკიჯვრის 200 კვმ მადნიანი ველი გაიყიდება, სადაც კვლევების თანახმად, ოქროს და ვერცხლის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაკიჯვრის მადნიანი ველი, შევარდნაძის დროსაც გავიდა აუქციონზე და ზოტის საბადოებთან ერთად ისიც 20-წლიანი ლიცენზიით სამჯერ გაიყიდა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"აკვანი ბაზალეთის ტბაში დაიძირა და არა _ ჭორვილაში!"

თხილის ფასი ისევ არასტაბილურია

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო