ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფოტოგამოფენა „მახარაძიდან ოზურგეთამდე“ გაიხსნა.
ფოტოგამოფენა ორგანიზებულია ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1960-იან წლებში გადაღებული ქალაქ მახარაძის შენობებისა და ქუჩების ამსახველი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის სპეციალურ ფონდებშია დაცული და ამავე ადგილების ამსახველი თანამედროვე ფოტოები.
დღევანდელი ოზურგეთის ფოტოების ავტორი მიშა არობელიძეა.
პროექტის ავტორის, გრიგოლ მახარაძის თქმით, ფოტოგამოფენის მიზანია 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ქალაქში მომხდარი ურბანული ცვლილებების წარმოჩენა, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, ურბანული დაგეგმვისა და განვითარების შესახებ საზოგადოებაში მსჯელობისა და დისკუსიების წახალისება.