ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავისი კარგი და ცუდი ჩვეულებებით. დღეს ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ.
კინორეჟისორმა ვუდი ალენმა თუ წინდა შებრუნებით ჩაიცვა არ გაასწორებს, რადგან მიაჩნია რომ იმ დღეს მრავალ უბედურებას გადაეყრება.
სელმა ჰაიეკი უცხო შენობაში კარის ზღურბლს ყოველთვის მარჯვენა ფეხით აბიჯებს.
ედი მერფი როცა ლიფტში შედის, ყოველთვის პირჯვარს იწერს.
ლუი ლიუს პირად გარდერობში ვერ ნახავთ ვარდისფერი შეფერილობის ტანსაცმელს. მას მიაჩნია, რომ ეს ფერი ცუდის მომტანია.
დენზელ ვაშინგტონის მუდმივი თილისმა ჯორჯიის შტატში ნაპოვნი ძველი კაუჭია, რომელზეც თავის დროზე დამნაშავე ზანგ მონებს კიდებდნენ. ვაშინგტონი ამ კაუჭს როგორც თავისუფლების სიმბოლოს ისე უყურებს და სახლიდან გამოსვლის წინ თილისმას ყოველთვის ხელით ეხება. მისი მტკიცებით, ამ რიტუალს მისთვის ბედნიერება მოაქვს.