https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

11:12; 1.12.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 24 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, "რეალურად, ტურიზმი ერთადერთი მზარდი სექტორია დღეს საქართველოს ეკონომიკაში".

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი სფერო იყო, რომელიც 2010-2012 წლებში საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, თუმცა 2013 წელს ტურიზმის ზრდის ტემპი დაეცა და აღნიშნულ სფეროში პროდუქციის წარმოება 2012 წელთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმის სფეროში შექმნილი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 11.9%-ით გაიზარდა.

დეპუტატი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ  ტურიზმი ერთადერთი მზარდი სფეროა საქართველოს ეკონომიკაში. როგორც კვლევამ აჩვენა, მიმდინარე წელს ტურიზმის გარდა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (10.5%), მშენებლობასა (15.4%) და საფინანსო საქმიანობაში (9.5%).

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ თინათინ ბოკუჩავას განცხადება მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადების სიზუსტეც გადაამოწმა. სიტყვით გამოსვლისას სესიაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა: "2012 წელს, თქვენი მმართველობის პერიოდში, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით 10 პირის დაკავება მოხდა, აქედან არცერთი კანონიერი ქურდი არ იყო. 2013 წელს 70 პირი დავაკავეთ, ვისაც ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი. წელს, 6 თვის მონაცემებით, დაახლოებით 36 ადამიანი არის ამ მუხლით დაკავებული".

დეპუტატმა აღნიშნული განცხადება ოპოზიციის იმ წარმომადგენლების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც ხელისუფლება ქურდული სამყაროს წევრთა მფარველობაში (ქვეყანაში მათი შემოსვლისა და გასვლის ხელშეწყობაში) რამდენჯერმე დაადანაშაულეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა, სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 2012 წელს 10 პირი დააკავა. 2013 წელს სულ 70 პირი (60-ით მეტი ვიდრე წინა წელს), ხოლო 2014 წლის 8 თვის მონაცემებით, 24 პირი (12 პირით ნაკლები, ვიდრე დეპუტატმა განაცხადა, თუმცა 2011 და 2012 წლების მონაცემებს აღემატება) დააკავეს.

უზენაესი სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ამყარებს და გვიჩვენებს, რომ 2013 და 2014 წლებში ქურდული სამყაროს წევრობისთვის უფრო მეტი ადამიანის მიმართ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული და უფრო მეტი პირის მიმართ იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, ვიდრე 2012 წელს.

დეპუტატი არასწორად აღნიშნავს, რომ 2012 წელს კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ კანონიერი ქურდობისთვის 2012 წელს 4 პირი დააკავეს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ზემოხსენებული მუხლებით გასამართლებულთა შედარებით ნაკლები რაოდენობა, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პირველ ნახევარში ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულთა სიმრავლით აიხსნას, რის გამოც, ბოლო წლებში, მასობრივი დაკავებების საჭიროება აღარ იდგა.

შესაბამისად, ირაკლი სესიაშვილის განცხადება მეტწილად სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გიგა ბუკიას განცხადებაც გადაამოწმა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას გიგა ბუკიამ განაცხადა: "მაინტერესებს პარლამენტი როდიდან გახდა საგამოძიებო ორგანო? ვისი გარდაცვალების ფაქტი უნდა შეისწავლოს პარლამენტმა? გამოძიების უფლება პარლამენტს არ აქვს".

საკითხის კვლევისას ფაქტ-მეტრმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი, საფუძვლები და უფლებამოსილებები შეისწავლა. ასევე, შეისწავლა დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის კონკრეტული მაგალითი და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ამ კომისიის საქმიანობამ მოიტანა. პარლამენტს, კონკრეტულად კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, კანონმდებლობით მინიჭებული აქვს გამოძიების ჩატარების უფლება, ასევ საგამოძიებო საქმიანობისთვის საჭირო მთელი რიგი უფლებამოსილებები.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ გიგა ბუკიას განცხადება ტყუილია.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხებოდა. მიმდინარე წელს, Doing Business-ის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში მერვედან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს რეიტინგის გაუარესებასთან დაკავშირებით, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის რეიტინგის ვარდნა, ძირითადად, რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების გამო მოხდა. "ახალი მეთოდოლოგიით, საქართველოს 2014 წლის რეიტინგი არის 14, 2015 წლის რეიტინგი კი 15. ამიტომ, ერთი საფეხურით გაუარესებაზე გვაქვს საუბარი," – განაცხადა კვირიკაშვილმა.

2013 წელს საქართველო რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ რეიტინგში 2013 წელს მე-14 ადგილზე გადავიდა. მიმდინარე წელს ჩამოთვლილი 10 კომპონენტიდან უმრავლესობა არ შეცვლილა ან მცირედით გაუმჯობესდა. ახალი მეთოდოლოგიით რეიტინგის დაანგარიშებისას ყურადღება არა მარტო ცალკეული კომპონენტების რეიტინგს, არამედ მათ რეიტინგებს შორის განსხვავებასაც ექცევა. საქართველოს დაბალი რეიტინგი ცალკეული კომპონენტების რეიტინგებს შორის მაღალი ვარიაციის გამოა გამოწვეული. შესაბამისად, მინისტრის განცხადება, რომ რეიტინგი მეთოდოლოგიის შეცვლის გამო დაეცა, სიმართლეს შეესაბამება.

თუმცა, მიმდინარე წელს, საქართველოს რეიტინგი Doing Business 2015-ის მიხედვით, ერთი პოზიციით გაუარესდა და მე-15 ადგილი დაიკავა. შეფასების კრიტერიუმის გამკაცრებამ ბიზნესგარემოს კომპონენტების რეიტინგის დაცემა გამოიწვია, უარყოფითად იმოქმედა გადასახადებზე დახარჯული საათების 280-დან 362 საათამდე ზრდამაც. ასევე Doing Business 2015-ის მიხედვით მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ფაქტ–მეტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეაფასა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებაც გადაამოწმა: "2014 წლის პარამეტრებიდან, მე მინდა ყურადღება გავამახვილო ექსპორტის ზრდაზე. ექსპორტი არის გაზრდილი მნიშვნელოვნად. ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი გაზრდილია 23 %-ით. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ექსპორტის შემცირება ძირითადად გამოწვეულია ახალი რეგულაციებით, რომელიც ამ ქვეყნებში საქართველოდან ავტომობილების შეტანას შეეხო" – აღნიშნა საპარლამენტო სესიაზე გამოსვლისას ნოდარ ხადურმა.

2014 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა, თუმცა ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდა. ამასთან, ბოლო თვეების მონაცემებით (2014 წლის მესამე კვარტალი) ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით შემცირდა. შესაბამისად, ამ ფონზე ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე საუბარი არამართებულია.

ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბერში 6.7%-იანი ზრდა ძირითადად რუსეთში ექსპორტის ზრდამ განაპირობა. რუსეთის ბაზრის გარეშე, 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტი მხოლოდ 1.3%-ით გაიზრდებოდა. ხოლო, მესამე კვარტალში დაფიქსირებული შემცირება რუსეთის ბაზრის გარეშე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

ფინანსთა მინისტრი მართალია, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზე მიუთითებს. ასევე მართალია, როცა დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის შემცირების მიზეზად ავტომობილების ექსპორტის შემცირებას ასახელებს, რაც აზერბაიჯანში ახალ რეგულაციებს უკავშირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტრის პარლამენტში გამოსვლისას უკვე ცნობილი იყო მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის ექსპორტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ექსპორტის შემცირება დაფიქსირდა. თუმცა, მან აღნიშნულზე ყურადღება არ გაამახვილა და საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანა, თითქოს ექსპორტის მხრივ ქვეყანას მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება მეტწილად მცდარად შეფასდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26 თებერვალი, 2026

"ეტალონის" წამყვანი ლანჩხუთს სტუმრობდა

კვირიკაშვილი თვლის, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საპანიკო არაფერია

ყველა სიახლე

სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26.02.2026
საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26.02.2026
პოლიტიკა

DRI: ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს

15:10; 26.02.2026
ზაფრანი

ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს ნიშნები

14:53; 26.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცები

14:46; 26.02.2026
კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26.02.2026
ზაფრანი

ურთიერთობაში ყველაზე მძიმე ცოლები

14:33; 26.02.2026
ზაფრანი

ვინ გაქცევთ თავის გავლენაში

14:19; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო