ვანო ჯავახიშვილი – ტელეწამყვანი; ზვიად კვარაცხელია – მწერალი; ზალიკო სულაკაური – მხატვარი; გიორგი გოგიჩაიშვილი – ტელეწამყვანი; დაჩი გრძელიშვილი – ჟურნალისტი; გიორგი ბაქრაძე – ეკონომისტი. ცნობილი მამები ახალ გამოწვევაში ჩაერთვნენ – მამა, წიგნი წამიკითხე.
"ჩვენი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობს და მნიშვნელობის შესახებ.
თუ კი გსურთ თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ ადამიანად, მაშინ ჩვენი გვერდი სწორედ თქვენთვისაა!
გვერდი შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება" – წერია სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე შექმნილ გვერდზე – "მამა, წიგნი წამიკითხე."