საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არაფერი საპანიკო ლარის კურსთან დაკავშირებით არ არსებობს.
"უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება.
ეროვნული ბანკი, რამდენადაც ვიცი, ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს იმისათვის, რომ ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მგონია, რომ ამის იქით სახელმწიფოს ჩარევა მიზანშეწონილი არ არის.
ასევე, მოვუწოდებ ყველას, არ იყოს პანიკა, იმიტომ, რომ პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს. არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს", – განაცხადა კვირიკაშვილმა.