"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია, პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.
"საქართველოს პარლამენტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური კანონი იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. დღეს კი, საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად დააკანონა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო წვდომა ჩვენს პირად ცხოვრებაზე", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.