სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეს ნუგზარ ენდელაძეს სამინისტროს უმაღლესი წოდება „სპორტის რაინდის" ტიტული გადაეცა (გარდაცვალების შემდეგ).
ნუგზარ ენდელაძე 1944 წლის 29 ნოემბერს დაიბადა, 1971-1986 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე მოღვაწეობდა, 1986 წლის 15 იანვრიდან 1991 წლის 15 მარტამდე კი იყო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე, „დინამოს" მორაგბეთა კლუბის პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების ერთ-ერთი მოთავე.