ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მწერალმა დარვინ პორტერმა ცნობილი მსახიობის, აწ გარდაცვლილი პოლ ნიუმენის შესახებ სკანდალური მოგონებების წიგნი გამოუშვა. ამ ნაშრომში მოყვანილია პორტერის საუბარი მარლონ ბრანდოსთანაც, რომელმაც აშშ-ში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მარლონ ბრანდო მწერალს მოუყვა იმის შესახებ, რომ პოლ ნიუმენს გადაღებებზე საკმაოდ ბევრი სასიყვარულო ინტრიგა ჰქონდა. ამასთან ერთად, ნიუმენი თურმე ბისექსუალიც ყოფილა და ამ მიდრეკილებას საგულდაგულოდ მალავდა.
პორტერმა საკუთარ ნაშრომში აღნიშნა, რომ 1959 წლიდან თვალს ადევნებდა ნიუმენის ფარულ რომანებს და თავს უფლებას აძლევს ამტკიცოს, რომ სახელგანთქმულ მსახიობს, რომელმაც 50 წელი იცხოვრა ჯოან ვუდვორდთან ბედნიერ ქორწინებაში, სასიყვარულო კავშირები გააჩნდა გრეის კელისთან, ჯუდი გარლანდთან, ნატალი ვუდთან და მერილინ მონროსთან.
პოლ ნიუმენს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე, ლეგენდარულ მსახიობ ჯეიმს დინთან, რომელიც ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა ავტოკატასტროფაში.