https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დასაქმება კანადაში – ქვეყანაში, სადაც ქართველები “შავ სიაში” არიან

14:12; 2.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში კერძო კომპანიები მუშაობენ. სხვადასხვა ქართულ საიტებს, ფორუმებსა და განცხადებებს თუ გადავხედავთ, მათი უმრავლესობა პოტენციურ კლიენტებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომელიც 1 000 -დან 4 500 ლარამდე მერყეობს, უცხოეთში საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურებს ჰპირდებიან.  სამწუხაროდ, ხშირად, მოქალაქეები საკმარისი ინფორმაციის მიღების გარეშე აწერენ ხელს ხელშეკრულებებს, რაც შემდგომ ტრეფიკინგითა და სხვა მრავალი პრობლემით სრულდება. ქვეყანაში კი არ არსებობს ორგანიზაცია, უწყება, სამსახური, რომელიც მსგავსი საქმიანობის კომპანიებს მონიტორინგს გაუწევს.

შრომითი მიგრანტები

ზუსტი სტატისტიკა, თუ რა რაოდენობის შრომითი მიგრანტი ჰყავს საქართველოს, არ არსებობს.  როგორც  სტატისტიკის ეროვნულ ცენტრში "გურია ნიუსს" უთხრეს, ეს მონაცემები, ალბათ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც აღწერა დასრულდება.

მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, ძირითადად უმუშევრობა და დაბალი ანაზღაურებაა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 59-ე ადგილზეა და საშუალო ხელფასის მოცულობა 603 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს, მოლდოვას, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს.

ტრეფიკინგი

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლუატაცია.

ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

რას აკეთებს სახელმწიფო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ კიდევ სექსუალური ექსპლუატაციის და იძულებითი შრომის კუთხით ტრეფიკინგის წყაროსა და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს, ხელისუფლებამ გააუმჯობესა ტრეფიკინგთან ბრძოლისკენ მიმართული ძალისხმევა; კერძოდ, 2013 წელს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით მსჯავრდებულთა რაოდენობამ ხუთი შეადგინა, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, 2010 წელს გასამართლებულია მხოლოდ ერთი პიროვნება, ხოლო 2012 წელს – არც ერთი. ასევე, საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლინდა სექსუალური ექსპლუატაციის 42 მსხვერპლი, რაც მეტია წინა წელს გამოვლენილ 18 მსხვერპლთან შედარებით.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველომ გააფორმა საერთაშორისო ხელშეკრულებები 22 ქვეყანასთან: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ეგვიპტე, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ყაზახეტი, ლატვია, ლიტვა, მალტა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, ბრიტანეთი და უზბეკეთი.

2014 წლის იანვარ-ივლისში, შსს-მ 7 საერთაშორისო შეთანხმება დადო, 2013 წელს კი 15 შეთანხმება გაფორმდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2011 და 2012 წლებში გაფორმდა 9 შეთანხმება, 2010 წელს – 4, 2009 წელს – 1, 2008 წელს – არცერთი. 

2014 წლის 24 იანვარს ლონდონში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ".

ქეისი

როგორც ზემოთ მოყვანილი ინფორმაციებიდან ირკვევა, ზუსტი რიცხვი, რამდენი შრომითი მიგრანტი ჰყავს ქვეყანას, ამ ეტაპზე უცნობია.  უცნობია ყოველწლიურად რამდენი საქართველოს მოქალაქე ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი.

თუმცა, ის, რომ გაურკვეველი ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების საზღვარგარეთ სამუშაოდ გაგზავნა, ან უბრალოდ თითონ მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ სამუშაოდ წავიდნენ, ხშირად მოტყუებით ან იძულებით სხვადასხვა სამუშაოს გაწევას იწვევს, ფაქტია.

"გურია ნიუსმა" ყოველივე ზემოთ ხსენებული მკითხველისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით მოიყვანა და არ ცდილობს, ქვემოთ მოთხრობილი ისტორიის მონაწილე კომპანიას, რაიმე ჩრდილი მიაყენოს, რაიმეში დაადანაშაულოს.

ეს ისტორია  გამოცემის წყაროს მიერ მოთხრობილი ამბავია, რომელიც რედაქციის ჟურნალისტების მხრიდან, რა თქმა უნდა, გადამოწმებულია.

"გურია ნიუსის" წყაროს ვინაობის გამხელა არ სურს, ამიტომ, პირობითად მას ანა ვუწოდოთ.

"ჩემმა შვილმა, თავის საახლობლო წრეში გაიგო, რომ არსებობს კომპანია "კავკატრანსი", რომელიც მსურველებს საზღვარგარეთ – ავსტრალიასა და კანადაში ასაქმებს. ამისთვის კი საჭიროა კომპანიას გადაუხადო 1 000 ლარი; ასევე, იგივე ოდენობის თანხა ანგარიშზე უნდა გედოს.

მას შემდეგ, რაც წასვლის მსურველები გადაიხდიან ფულს, ფირმის წარმომადგენელთა თქმით, მათ მონაცემებს  კანადაში (ჩემი შვილის მაგალითზე, რადგან მან კანადა აირჩია) აგზავნიან და 90 დღის განმავლობაში ელოდებიან პასუხს.

 თუ პასუხი უარყოფითია, ორგანიზაცია, ამ 1 000 ლარიდან, 940 ლარს უკან აბრუნებს, ხოლო 60 ლარს მომსახურებისას იტოვებს. ეს ხელშეკრულებითაა გაწერილი. თუ პასუხი დადებითია, ეს თანხა მათთან რჩება, ისევე, როგორც უკვე კანადაში გაწეული შრომისთვის მიღებული პირველი  ხელფასი, რომელიც როგორც თვითონვე ამბობენ, 5 000 დოლარს შეადგენს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქე უნდა წავიდეს ანკარაში, კანადის საელჩოში, სადაც ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და გაემგზავრება კანადაში.

იქ საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს, რომელიც ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფილია, ხოლო კვებაზე თითონ უნდა იზრუნოს", _ ჰყვება ანა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

წყაროსვე ინფორმაციით,  მსურველებს კანადაში, თევზის ქარხანაში ასაქმებენ, რომელიც უკრაინელი ებრაელების საკუთრებაა. წინასწარ ცნობილი არაა რა პოზიციაზე მოუწევთ მუშაობა, თუმცა შრომის კოდექსი აბსოლუტურად დაცული იქნება.

"ხელშეკრულება ორ კომპანიასთან/ადამიანთან იდება. ესაა "კავკატრანსი" და "ივექ ჯგუფი".  ამ ორ ორგანიზაციებს შორის რა კავშირია, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. თუმცა, რაღაც თანამშრომლობა რომ არსებობს, ფაქტია.

წინასწარ ხელშეკრულება არ გვაჩვენეს. ასევე, არ გვაჩვენეს ხელშეკრულება, რომელიც დადებითი პასუხის შემთხვევაში თურქეთში უნდა გაფორმდეს", _ ამბობს ანა.

მისივე თქმით, მიუხედავად ოჯახის დაეჭვებისა, შვილმა და მისმა მეგობრებმა, ჯამში 15 ახალგაზრდამ, მიიღო გადაწყვეტილება,  კანადაში წასულიყვნენ. ყველანაირი წინაპირობა შეასრულეს, მიიტანეს ფულიც, თუმცა 90 დღის შემდეგ, ყველა მათგანს უარყოფითი პასუხი მიუვიდა. თანხები კომპანიამ, შეთანხმებისამებრ, არასრულად, მაგრამ დააბრუნა.

"თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, მაგრამ მკაცრად ვერ შევეწინააღმდეგე შვილს. ვცდილობდი ამ კომპანიაზე რაიმე ინფორამცია მომეძია, მაგრამ, მათზე  ინტერნეტში არაფერია."

ანას თქმით, მან კიდევ დაახლოებით 70-მდე ადამიანს ჰკითხა, ვინც ამ კომპანიით ცდილობდა საზღვარგარეთ სამუშაოს მოძებნას, რა შედეგით დასრულდა მათი მცდელობა, თუმცა ყველა მათგანმა უთხრა, რომ კანადიდან უარი მოუვიდათ.

აღსანიშნავია, რომ მსურველები არც გაგზავნილ საბუთებს იცნობენ და არც უკვე კანადიდან დაბრუნებულ პასუხებს. მათ კომპანიის ხელმძღვანელი ამის საშუალებას არ აძლევს.

"ესენი იმდენ ფულს ერთდროულად ვერ იღებენ, რომ გაიქცნენ. ესენი სარგებლობენ უპროცენტო სესხით. მართალია 940 ლარს აბრუნებენ, მაგრამ 3 თვის განმავლობაში ხომ იყენებენ?" – ამბობს ანა.

კომპანია  "კავკატრანსი"-ს დირექტორია გრიგოლ რუხაძე, ხოლო კომპანია "ივექ ჯგუფის" _ ოთარ გორდაძეა. აღნიშნული კომპანიების შესახებ ინტერნეტ საძიებო სისტემები ვერაფერს პოულობენ.

როგორც ანას მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, მართალია, ხელშეკრულება "კავკატრანსსა" და მომხმარებელს შორის დაიდო, თუმცა იქვე გაფორმდა საგარანტიო ხელწერილი მოქალაქესა და შპს "ივექ ჯგუფს" შორის, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან მოქალაქისგან მიიღო საგარანტიო თანხა 1000 ლარი 90 დღით.  იმ შემთხვევაში კი, თუ "კავკატრანსი" ვერ შეასრულებს ვალდებულებას, თანხას მოქალაქეს დაუბრუნებს.

რა როლს ასრულებს "ივექ ჯგუფი" ამ მოლაპრაკებაში და რა კავშირია მასა და "კავკატრანს" შორის, უცნობია.

საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით,  შპს "კავკატრანსი", რუხაძის საცხოვრებელი სახლის მისამართზეა რეგისტრირებული – მცხეთის ქუჩა #43. კომპანიის 50 %-ან წილს ფლობს მზია საყვარელიძე.

კომპანია ამჟამად ლესელიძის ქუჩაზე, 27 ნომერში მდებარეობს.

"გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა, ადგილზე მისვლისას,  კომპანიის ხელმძღვანელ გრიგოლ რუხაძეს თავი საზღვარგარეთ დასაქმების მსურველად გავაცანით.  ოფისი, სადაც  "კავკატრანსია" განთავსებული, სავარაუდოდ, "ივექ ჯგუფს" ეკუთვნის, რადგან შესასვლელში სწორედ მისი დასახლებაა მითითებული.

როგორც "კავკატრანსის" ხელმძღვანელმა გირგოლ რუხაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, ისინი დასასაქმებლად მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებსა და კანადაში გზავნიან.

კანადაში მათ სჭირდებათ მუშები თევზის საკონსერვო ქარხანაში, სადაც განსაკუთრებული კლიმატური პირობებია და 8-საათიანი ცვლა. ანაზღაურება 7 000 – 8 000 კანადურ დოლარს შეადგენს.

დამსაქმებელი საცხოვრებლით უზრუნველყოფს საერთო საცხოვრებლით, ასევე, სამედიცინო ხარჯით და თურქეთიდან კანადაში გამგზავრებით.

"ხელშეკრულების მომსახურებაზე იხდით 3 500 ლარს ეტაპობრივად და შემდეგ, კანადაში ერთი თვის ხელფასს. თუ ვერ წახვედით, თანხა დაგიბრუნდებათ 60 ლარის გამოკლებით.

პირველი ჯერზე, ხელშეკრულების დადებისას 1500 ლარი უნდა მოიტანოთ. 2 000 შეგაქვთ ბანკში (ბანკის არჩევანში თავისუფალი ხართ), 3-თვიან დეპოზიტზე. 3 თვე იმიტომ, რომ ეს დრო სჭირდება დოკუმენტების მომზადებას, ვიზის გაფორმებას, სამსახურის მოძებნას", _ განგვიმარტა რუხაძემ.

საბუთები, რომლებიც კანადაში წასვლის მსურველებმა უნდა შეაგროვონ, მოიცავს ჯანმრთელობისა და ნასამართლეობის ცნობას. ასევე, ცნობას ნარკოტესტზე.

როგორც რუხაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, მას და მის ორგანიზაციას, არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ეკითხება მათ. ამას წყვეტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო."

მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, წინასწარ გვენახა ხელშეკრულება, რომელსაც მომავალში გავაფორებდით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა _  გრიგოლ რუხაძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულებაშიც მხოლოდ ის წერია, რასაც გვეუბნება.

მათივე ინფორმაციით, მათთან ფორმდება მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულება, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, მოქალაქე მიდის თურქეთში, სადაც კანადის საელჩოში უფორმებენ სამსახურის კონტრაქტს და უშვებენ კანადაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კანადაში, თევზის ქარხანაში, საკმაოდ მაღალი ანაზღაურების სანაცვლო სამუშაოდ უშვებს, კლიენტებისგან არ ითხოვს ენის ცოდნას, კვალიფიკაციას, რაიმე გამოცდილებას მსგავსი სამუშაოს შესრულებაში. აქ ამბობენ, რომ მთავარია, ფიზიკურ დატვირთვას გაუძლო.

საფრთხეები

კანადაში დასაქმების პოტენციური კლიენტებისთვის უცნობია, რა ტიპის ხელშეკრულება ფორმდება უკვე თურქეთში, კანადის საელჩოში. 

ვინაიდან დასაქმების მსურველებს არ მოეთხოვებათ დამატებით ენის ცოდნა, სავარაუდოდ, მათ კანადის საელჩოში მათთვის გაუგებარი ტექსტით შედგენილ კონტრაქტზე მოუწევთ ხელის მოწერა.

"გურია ნიუსის" წყაროს თქმით, როდესაც ის დაინტერესდა, თუ რამდენი ადამიანი ყავდა კომპანია "კავკატრანსს" კანადაში დასაქმებული, არ უპასუხეს. გამოცემის ჟურნალისტებს კი გვითხრეს, რომ მათ მიერ გაგზავნილი 35 ადამიანი უკვე მუშაობს თევზის ქარხანაში. თუმცა, ამას ვერაფრით ამტკიცებენ.

შესაბამისად,  ჩნდება კითხვა – ნამდვილად მიდიან ეს ადამიანები თურქეთიდან კანადაში?

თანაც, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი – ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოში, დასაქმების მსურველსა და "კავკატრანსს" შორის იდება, წერია, რომ პირი 3 წლით გაემგზავრება კანადაში ცხოვრებისა და დასაქმების უფლებით. ანუ, უნდა გაიცეს სამუშაო ვიზა, რასაც წინასწარ გარკვეული საბუთების მომზადება სჭირდება და რაზეც "კავკატრანსი" არაფერს ამბობს.

"ხელშეკრულებაში წერია, რომ 3 წლით უშვებენ, ასეთ შემთხვევაში მათ სამუშაო ვიზის აღება სჭირდებათ. იმისთვის, რომ ადამიანმა სამუშაო ვიზა მიიღოს, პროცედურები უნდა გაიაროს და შესაბამისი დოკუმენტებიც ჰქონდეს მზად", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" საუბრისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ჩიხლაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებისა და კონსულტირების კოორდინატორი ნათელა მჟავანაძე ამბობს – "კანადაში დასაქმება ძალიან რთულია.  იქ დასაქმების შანსი აქვს მაღალი ან მოთხოვნადი კვალიფიკაციის, ენის კარგად მცოდნე სპეციალისტებს. დაბალი კვალიფიკაციის სფეროში დასაქმებისათვის აქ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი თუ იქნება სამუშაოდ წასული.

კანადისთვის ქართველები ”შავ სიაში” არიან, რადგან აქ ჩასული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, იშვიათად ბრუნდებიან უკან.  ამიტომ, კანადა ძალიან ფრთხილობს ვიზების გაცემისას. არც მახსოვს ბოლოს როდის გაიცა ასეთი ვიზა."

მიუხედავად კომპანიების – "კავკატრანსისა" და "ივექ ჯგუფის" მიმართ არსებული შეკითხვებისა, როგორც იურისტები განმარტავენ, რთულია მათ რაიმეში შეედავო, რადგან ისინი ხელშეკრულებით ნაკისრ პირობებს ასრულებენ. თურქეთში გამგზავრების შემდგომ შექმნილ სიტუაციაზე კი, ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ. 

"გაწერილია ყველაფერი და შესაბამისად, ხარვეზებზე საუბარი რთული იქნება, უბრალოდ, რაღაცეები ბადებს ეჭვს, ესეც ვარაუდის დონეზე.

ეს ხალხი ჩადის თურქეთში და მერე არ ვიცით თურქეთიდან გადადიან თუ არა. აქაური ფირმა რასაც სთავაზობს და ეუბნება, იმას ასრულებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში უშვებს, უარყოფითის შემთხვევაში _ ფულს აბრუნებს.

ამიტომ, ამათთან მოდავება რთული იქნება", _ ამბობს საია-ს იურისტი ნინო ჩიხლაძე.

მოცემულ სქემაში რომ გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამას ადასტურებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებისა და კონსულტირების კოორდინატორი ნათელა მჟავანაძეც:

"რა თქმა უნდა, მსგავს სიტუაციებში ვხედავთ საფრთხეებს, ხშირად დარღვეულია დასაქმების პროცედურები თუნდაც იმიტომ, რომ არ ინტერესდებიან პოტენციური კლიენტების კვალიფიკაციით, ენის ცოდნით და ა.შ."

საია-ს იურისტი, ისევე როგორც "გურია ნიუსის" წყარო, არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა, "კავკატრანსსა" და "ივექ ჯგუფს" არც ჰქონდეთ კავშირი კანადასთან, კანადის საელჩოსთან და მიღებული ფულით, 3 თვე უპროცენტოდ სარგებლობდნენ.

"3 თვე რეალურად ამბობენ რომ იმისთვისაა საჭირო, კომპანიიდან დადებითი ან უარყოფითი პასუხი მიიღონ. ამიტომ, იმაზე საუბარი ამ თანხას  თვითონ იყენებენ თუ რა ხდება, რთულია. ესეც  კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან არ ვიცით რეალურად აგზავნიან თუ არა მონაცემებს და იღებენ თუ არა პასუხს, რადგან კანადიდან მიღებული დოკუმენტი/პასუხი კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი არაა", _ ამბობს საიას იურისტი.

სპეციალისტებს, საეჭვოდ ეჩვენებათ ხელფასის ოდენობაც. ასევე, ის ფაქტიც, რომ კომპანია არ ასახელებს რა ჰქვია საკონსერვო ქარხანას, რომ მასზე ინფორმაციის მოძიება კლიენტმა ინტერნეტში შეძლოს.

საია-ს იურისტის თქმით, მათ კანადაში, თევზის ქარხანაში დასაქმების მსურველმა ქალბატონებმა ადრეც მიმართეს კონსულტაციისთვის.

სამართლებრივი შესაძლებლობები

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს ორგანიზაცია, სამსახური, უწყება, რომელიც, მსგავსი – უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების კომპანიების მონიტორინგს განახორციელებს.

"ჩვენ, როგორც საერთაშორისო  ორგანიზაციას, ამგვარ სიტუაცუაში წესად არ გვაქვს მსგავსი ტიპის კომპანიებზე მონიტორინგი განვახორციელოთ. პოტენციურ კლიენტებს, რომლებიც ჩვენთან კონსულტაციებზე მოდიან, ჩვენ ვაცნობთ კანონიერი დასაქმების, შემოთავაზების სანდოობის, საშუამავლო საქმიანობის წესებს, ანუ   როგორი უნდა იყოს მათი და უცხოეთში გამგზავნი კომპანიების ურთიერთობა, ხელშეკრულება.  ვაფრთხილებთ შესაძლო ხრიკებზე. შესაბამისი დასკვნები კი თვითონ უნდა გამოიტანონ", _ ამბობს "გურია ნიუსთან" მჟავანაძე.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოყვანილი მაგალითიდან, რთულია კომპანიას შეედავო, რადგან ურთიერთობის და მომსახურების  პირობები ხელშეკრულებაშია გაწერილი, რომელსაც კლიენტი ხელს აწერს. ხელშეკრულება კი არ ირღვევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებული კომპანიების მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუმცა ისინი, ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობებს ასრულებენ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებისა და კონსულტირების კოორდინატორი  ნათელა მჟავანაძე პოტენციურ კლიენტებს მოუწოდებს, რომ  უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მოიპოვონ და დაუკავშირდნენ სამსახურის ცხელ ხაზს 291 34 61.

(მასალას თან ერთვის "გურია ნიუსის" წყაროს მიერ მოწოდებული ხელშეკრულება, სადაც დასაქმების მსურველის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია დაფარულია, ისევე როგორც ხელშეკრულების დადების კონკრეტული თარიღი – თვე და რიცხვი)

გაზიარება15Tweet10Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბოხვაურის საჯარო სკოლას გია გოგუაძის სახელი მიენიჭა

შსს-მ ხულიგნობა ცხელ კვალზე გახსნა

ყველა სიახლე

ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:50; 5.02.2026
საზოგადოება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა

14:28; 5.02.2026
საზოგადოება

დედამიწა კოსმოსური შტორმის მოლოდინშია: მზეზე 2026 წლის ყველაზე მძლავრი აფეთქება მოხდა – რას უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში

13:23; 5.02.2026
პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5.02.2026
მთავარი

„სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

13:09; 5.02.2026
სამართალი

რა ხდებოდა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე – პროკურორი დახურული სხდომის დეტალებზე

12:46; 5.02.2026
სამართალი

“40 წლის კაცმა 14 წლის გოგო გაიტაცა, ქორწინებას გეგმავდა” – რა დეტალები ხდება ცნობილი

12:41; 5.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ისევ ორი მოსამართლის იმედზეა

12:15; 5.02.2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5.02.2026
საზოგადოება

მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება _ გზების დეპარტამენტი

11:32; 5.02.2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5.02.2026
სამართალი

ცივი იარაღით კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

11:10; 5.02.2026
ზაფრანი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5.02.2026
ზაფრანი

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო

10:18; 5.02.2026
ზაფრანი

მაიას ცივილიზაცია და ასტროლოგია

10:17; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო