ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, ვაჟა დოლიძის ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა.
ოზურეგთის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მესხიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
დაზარალებულ ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
გამგებლის წარმომადგენლის გრიგოლ კოსტავას თქმით, დოლიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის ლოკალიზება ოზურგეთის სახანძრო სამსახურმა ვერ შეძლო.