https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცარცით შეღებილი ფანჯრის რაფები – ანუ ქალთა მიმართ ძალადობის ნაირსახეობა

18:12; 3.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად  პირის რასობრივი, სოციალური, თუ კულტურული კუთვნილებისა, პრობლემა, რომელიც შესაძლოა  საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეექმნას, ეს ოჯახში ძალადობაა  და მისი მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, ქალია.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია, მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ.

ცარცი

ყოველ საღამოს, როცა ქმარი სახლში დაბრუნდება ივახშმებს და მეუღლეც პირნათლად შეასრულებს ყველა თავის საქმეს, ვალდებულებას, უფლება აქვს მეზობელ გოგონებთან ერთად ფინჯანი ყავა მიირთვას… თუმცა, ის ახლა ფეხმძიმედაა მეორე ბავშვზე, დღე-დღეზე ელოდება და ყავაც ჩაიმ ჩაანაცვლა. ასე ურჩია ქმარმა.

მეგი ახლა 31 წლისაა. 6  წელია გათხოვილია და სრულებითაც არ თვლის, რომ ძალადობის მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სილურჯე მკლავზე, მკრთალად ჯერ კიდევ ეტყობა.

"მეც რომ არ ვუსმენ და მაინც ვაკეთებ?!" – ამ ფრაზით მთავრდება მისი გამოსვლა გოგონების თავყრილობაზე.

ისტორია კი მაშინ დაიწყო, როცა 25 წლის დაოჯახდა. ჯერ მისგან სამსახურისთვის თავის დანებება მოითხოვეს, შემდეგ სახლიდან გასვლის ლიმიტი დაუწესეს, ბოლოს კი, ფანჯრიდან გადახედვის უფლებაც შეეზღუდა.

ყოველ საღამოს, როცა ქმარი შინ ბრუნდებოდა აუცილებლად იწყებოდა კამათი, გადაიხედა თუ არა მეგიმ ფანჯარაში და რატომ. ხშირად ეს სიტყვიერი  და როგორც თვითონ ამბობს, მსუბუქი ფიზიკური შეურაცხყოფით მთავრდებოდა. ფანჯარასთან მიახლოება მხოლოდ იმ შემთხვევაში მართლდებოდა, თუ შვილს ეზოში სათამაშოდ გაუშვებდა და ყურადღების მიქცევის მიზნით გადახედავდა.

იმის გასაკონტროლებლად კი, რომ გაეგო გადაიხედა თუ არა  მეგიმ ფანჯარაში, მეუღლე ცარცს იყენებდა – ფანჯრის რაფაზე ცარცს უსვამდა, სახლში დაბრუნებულს კი თუ ცარცი რაფიდან წაშლილი დახვდებოდა, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, სიტყვიერი შელაპარაკების საბაბი ხდებოდა.

მეგიმ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა შემთხვევით ნახა ქმარი სახლიდან გასვლამდე როგორ უსვამდა ფანჯრის რაფებს ცარცს. მაშინ ვერ მიხვდა ეს რისთვის იყო, თუმცა როცა გააცნობიერა და ქმარს ჰკითა,  "ხაფანგის" არსი აუხსნა.

მეგის შემდგომი კონტროლისთვის, ქმარი, როგორც თავად უთხრა მეუღლეს, გზებზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას იყენებდა.

"ჩვენ ხომ ქუჩის პირას ვცხოვრობთ, ეს კამერაც თურმე გარშემო ყველაფერს აფიქსირებს და ჩვენს ფანჯრებსაც უყურებს. მითხრა, შემიძლია მაშინ ვუყურო, როცა მომინდებაო… ", _ ხშირად ჰყვება მეგი ღიმილით.

მისი მეუღლე ყოფილი პოლიციელია. მან სამსახური, რამდენიმე თვის წინ დატოვა…

რას ნიშნავს ძალადობა?

როგორც კანონმდებლობა განმარტავს,  "ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, ან იძულებით".

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

ოჯახში ძალადობა არის ორმხრივი ქმედება, რა დროსაც ქმარი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ცოლი კი – ფიზიკური ძალადობის.

მსოფლიო და ქალთა მიმართ ძალადობა

ავღანეთი – ქალების 80%-მა არ იცის წერა-კითხა და არასოდეს უვლია სკოლაში; კონგოს რესპუბლიკა – ყოველდღიურად 1 152 ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი; პაკისტანი – ამ ქვეყანაში დასაქმებული ქალების რაოდენობა 82%-ით ჩამოუვარდება დასაქმებული კაცების რიცხვის მაჩვენებელს; ინდოეთი – სტატისტიკის მიხედვით, ქალების 44.5% 18 წლამდე თხოვდება და არც თუ იშვიათად 12-13 წლის ასაკში, აქ ერთ საათში დაახლოებით 20 ქალს აუპატიურებენ; სომალი – ქვეყანა, სადაც ქალების 95%–ს , 4–დან 11 წლის ასაკამდე, წინდაცვეთას უკეთებენ.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს სახელმწიფოები, სადაც განათლების დონე, ანაზღაურება და ქალებისადმი დამოკიდებულება, პრობლემური საკითხებია. ქალთა უფლებების დარღვევა დღემდე  პრობლემური საკითხია ძალიან ბევრი ქვეყნისთვის.

ძალადობის შედეგად, მსოფლიოში, უფრო მეტი ქალი კვდება, ვიდრე სიმსივნით, ავტოსაგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია. უმეტესწილად, მოძალადე მათივე პარტნიორი მამაკაცია.

ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და გამომწვევი მიზეზები

ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენცია და პრობლემის მასშტაბურობა მიმდინარე წელს, თითოეულმა მოქალაქემ მთელი სიცხადით შეიგრძნო.

პარტნიორის თუ ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალების მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ამან მთელი საქართველო მოიცვა – ლამბალო, დვაბზუ, გურია, თბილისი და ა.შ.

სანამ კიდევ ერთ ქალზე ძალადობდნენ, სანამ ის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ანგარიშსწორების საგანი ხდებოდა, თემა აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელებში. მომხმარებლები მიზეზების ძიებაში არაერთგვაროვან დასკვნებამდე მიდიოდნენ და ამისთვის, ხშირ შემთხვევაში, არგუმენტად სტერეოტიპული შეხედულებები მოჰყავდათ. ნაკლებად, მაგრამ ზოგიერთები, ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად, გენდერულ უთანასწორობასაც განიხილავდნენ.

"ქალის მიმართ ძალადობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, სწორედ გენდერული უთანასწორობაა. ასევე, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები ქალის როლის შესახებ და ის, რომ რეალურად, ამ საზოგადოებაში, ქალის მიმართ ძალადობა გამართლებულია, ან გულგრილად ვუყურებთ ამ საკითხს.

დამატებითი ფაქტორები, ესაა დასაქმების პრობლემა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

დღეს პრობლემა  ორი მიმართულებით გვაქვს. ერთი საზოგადოებაში, რაც  მის ცნობიერებას და ასეტი ფაქტებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას  უკავშირდება და მეორე – სერვისების მიწოდება. ადეკვატური, ეფექტური და დროული რეაგირება ისეთი ფაქტების მიმართ, რომელიც სამართალდამცავი ან სხვა უწყებებისათვის ცნობილი გახდება. 

ესეც მთავარი გამოწვევაა საქართველოში – თუ რამდენად დროულად  ხდება ადექვატური რეაგირება.

პრობლემის მოგვარებაზე რომ ვიფიქროთ, აუცილებელია ორივე მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებების გატარება – სახელმწიფოში ერთიანი ხედვა და უწყებათაშორისი კოორდინაციის პირობებში  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სტრატეგია უნდა არსებობდეს.

ასევე, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმ დამოკიდებულებების შეცვლა, რასაც გულგრილი დამოკიდებულება ჰქვია", _ ამბობს "გურია  ნიუსთან" საუბრისას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სხილაძე.

რას აკეთებს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ?

2003 წელს, მხოლოდ 45 ქვეყანას ჰქონდა კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, 2006 წლისთვის ეს რიცხვი 60-მდე გაიზარდა. 2011 წლის მონაცემებით, კი მსოფლიოს 196 ქვეყნიდან, 126 ქვეყანას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონი აქვს.

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". 

2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც  ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა.

ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 1751 და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 3811.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013 წლის 6 თვეში სასამართლოში სულ 22 დამცავი ორდერის განაცხადი შევიდა, აქედან 2-ს უარი ეთქვა, 19 დაკმაყოფილდა, ერთი კი განუხილველადაა დატოვებული.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, იგივე 2013 წელს 112 ორდერია შესული, აქედან 110 დაკმაყოფილდა. 2014 წლის მონაცემების მიხედვით კი, 6 თვეში, სასამართლოში 28 დამცავი ორდერია შესული, აქედან 18 უკვე დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება  შემაკავებელ ორდერებს, 68 ორდერიდან 67 დაკმაყოფილებულია.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა შს მინისტრის ბრძანება, რომლითაც თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს დაევალათ განსაზღვრონ ორი მოქმედი თანამშრომელი (ქალი და კაცი), რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მოაგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტური ოჯახების შესახებ. ბრძანების შესრულებას გენერალურ ინსპექცია აკონტროლებს.

გასული თვის მიწურულს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანია – "არა ძალადობას!" დაიწყო. 

უწყების განმარტებით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორები საქართველოს მასშტაბით დაარიგებენ შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს.

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

"ზოგადად, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები, რა თქმა უნდა,  ეფექტური და მნიშვნელოვანია რომ ხორციელდებოდეს, ხოლო თუ რამდენად შედეგის მომცემი იქნება ეს, ამაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია საუბარი, როცა გარკვეული მიღწევები გვექნება სახეზე.

მნიშვნელოვანია რომ ეს ხდებოდეს, თუმცა კონკრეტული კამპანია რამდენად ეფექტური იყო და მოახდინა თუ არა  პრობლემის მოგვარებაზე გავლენა, ამ კამპანიის დასრულების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ", _ აბობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, შსს-ს მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის ეფექტიანობის კომენტირებისას.

ქვეყანაში გამოვლენილი ოჯახური ძალადობების წინააღმდეგ, სოციალური კამპანია დაიწყო ინტერრელიგიურმა ჯგუფმაც, რომელშიც  გაერთიანებულნი არიან  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია.

 მათი გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მზადდება ვიდეო რგოლი, სადაც ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები თავიანთ სამწყსოს ოჯახში ძალადობის თემაზე მიმართავენ.

ასევე, დაიგეგმა კონფერენციები და აღნიშნული მიმართულებით შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, თბილისში, პარლამენტი შენობასთან საზოგადოებამ ქალთა მიმართ ძალადობა შემდეგი ლოზუნგებით გააპროტესტა – "ნუ გაამართლებ ძალადობას!",  "მე ვგმობ ქალზე ძალადობას, რას აკეთებ შენ?",  "დღეს გაჩუმება დანაშაულია" .

ამავე დღეს, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.

"უთხარი არა ძალადობას", "არ მოკლა, სცემო, შეურაცხყო ქალი, ძალადობა დანაშაულია", " მე მაქვს სიცოცხლის უფლება! სახელმწიფო, დაიცავი ჩემი თავის-უფლება!" – ამ და სხვა მოწოდებებით შეუერთდნენ საქართველოში გამართულ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციას ჟენევაში, რომლის ორგანიზატორიც  ჟენევის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, ქართველი ჟურნალისტი იყო.

სტატისტიკა

საქართველოში ყოველი მესამე ქალი და ფეხმძიმე ქალების დაახლოებით სამი პროცენტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანაში, სადაც ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობის აზრით უმჯობესია ქალი საერთოდ არ მუშაობდეს, რომ ქალის უმთავრესი დანიშნულება და ფუნქცია გამრავლება, ბავშვებსა და მეუღლეზე ზრუნვა და სახლის წესრიგში მოყვანაა. ქართველ ქალთა უმეტესობა თვლის, რომ ოჯახური ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს.

სურათი კი არასრულია, რადგან ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი ნაწილი არ მიმართავს დახმარებას, შიშისა და სირცხვილის გამო.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების 38%, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით შეურაცხყოფა უნდა აიტანოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007-2014 წლების იანვარ-ივნისის მონაცემებით ამ პერიოდში, სულ  1 102 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2 223 პირით.

სტატისტიკის თანახმად, მოძალადეებს შორის  მამაკაცები სჭარბობენ – 1 014, ხოლო ქალების რაოდენობა 82-ია.

აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1 010 ქალი და 117 მამაკაცი.

ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის – 9%.

2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) 4 935 ოჯახური კონფლიქტი დაფიქსირდა და ამ კონფლიქტებში მონაწილე 10 188 პირი. ოჯახურ კონფლიქტებში მონაწილე მამაკაცების, ისევე როგორც ქალების უმეტესობა წარმოადგენს 25-44 ასაკობრივ კატეგორიას.

2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 – მამაკაცი და 21 – ქალი.
დაზარალებულად  468 პირია ცნობილი, აქედან  96 მამაკაცი, ხოლო  372 ქალი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დასუფთავების ახალი მანქანები ჰყავს

გროზნოში ბოევიკებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო