"ფორდ კარგოს" ტიპის ორი ერთეული ნაგავმზიდი მანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს და დაბა ურეკის რეკრეაციულ ზონას მოემსახურება. 13 და 19კუბური მეტრი მოცულობის ტექნიკა მუნიციპალიტეტს, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გადმოეცა.
_ მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ორ დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა, ქალაქისა და სოფლის ქონება გაიყო. დასუფთავების 4 მანქანიდან, მუნიციპალიტეტს ერთი მანქანა დარჩა. დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის პრობლემის ერთი მანქანით მოგვარება შეუძლებელი იყო. ამიტომ ჩვენი თხოვნისა და ფინანსთა სამინისტროსადმი გუბერნატორის მიმართვის შემდეგ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცა 361 000 ლარის ღირებულების ორი ერთეული ტექნიკა. მომწოდებელია შპს „ჯი-თი გრუპი.“ ჩვენ ასევე შევიძინეთ დამატებით 60 სანაგვე ურნა, რომლებიც კონსტრუქციულად ახალ ტექნიკას შეესაბამება. ასე, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების პრობლემა სრულად გადაიჭრება, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
(R)