ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ვინც იცის, რა არის სახელმწიფოს კულისებიდან მართვა, მას უნდა ჰქონდეს ამის ბერკეტი, მე ეს ბერკეტი არ გამაჩნია. ამის მაგალითი გახლავთ პრეზიდენტი, რომელმაც არ მოისურვა ჩემთან ურთიერთობა. მე არ მაქვს ბერკეტი უსუფაშვილი, ღარიბაშვილი ან პარლამენტი ვმართო. არც ჩანაწერებს ვფლობ და არ გაქვთ ალბათ ამაზე ეჭვი. არც არანაირი ბერკეტი გამაჩნია, არც ნათესაური. ვისაც მოესურვება შევა პოლიტიკაში, ეს აბსოლუტურად მიღებულია. მე არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია, რჩევებშიც ვერ მივიღებ მონაწილეობას, საწყენია როდესაც გუშინდელი პარტნიორები ასეთ განცხადებას აკეთებენ", – განაცხადა ივანიშვილმა.