ამის შესახებ ინფორმაციას, პარტია "ქართული ოცნების" პრესსამსახურში ადასტურებენ და დასძენენ, რომ ჯანყარაშვილმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.
ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის აპრილში გადადგა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრის ნათესავია, არ სურს აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა ყოფნამ უხერხულობა გამოიწვიოს.
ამის შემდეგ, ჯანყარაშვილი პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. თუმცა, ახლა უკვე ეს პოსტიც დატოვა.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზვიად ჯანყარაშვილი, შესაძლოა, უკრაინაში ელჩად დაინიშნოს,