ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი პიროვნება – ამილ კარაევი, ჯამალ ნაგდალიევი და მამედ მამედოვი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითური გზით დაეუფლნენ მარნეულში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.