შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, სამყურაშვილმა თანამდებობდა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობიდან სუს-ის უფროსი, მალხაზ ჩიკვილაძეც წავიდა, თუმცა, ამ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებები კიდევ განხორციელდება. როგორც წყარო ამბობს, თანამდებობის დატოვება მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზედელაშვილსაც მოუწევს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორის მსგავსად, თანამდებობას დატოვებენ კახეთისა და სამეგერელოს გუბერნატორები, რომლებიც პრემიერის გუნდის წევრებად ითვლებიან.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის ასე შესუსტება წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯია და ამას დიდი ცვლილებები მოჰყვება. წყარო ამტკიცებს, რომ საკადრო წმენდა ბევრ უწყებას შეეხება და ე.წ. სხვა ბანაკის წევრებს წინ დიდი სიურპრიზები ელით.