წუხელ, ქალაქ ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, ავთო ფიფია ავარიაში მოყვა და დაიღუპა. როგორც გვითხრეს, ავარია ბათუმში მოხდა. ავტომობილი, რომელსაც ფიფია მართავდა, ტრაქტორს შეეჯახა. ფიფია ადგილზევე დაიღუპა. ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.