დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ბანკებში ასე გამოიყურება: "საქართველოს ბანკი" – დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.06 ლარია, ყიდვის – 1.98. იგივე მოცემულობაა "თიბისი ბანკშიც."
რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", აქ 1 დოლარის შეძენა 2.07 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,98 ლარი.
ცნობისთვის, დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისთვის 1.95 ლარს შეადგენს. სავალუტო ჯიხურები კი, დოლარს 2.00 ლარად ყიდულობენ და ყიდიან 2.05 ლარად.