გაზქურა, ტელევიზორი, მაცივარი სარეცხი მანქანა და ა.შ. მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებაში ხელს არ შეუშლით.
უფრო კონკრეტულად კი, სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად, ახალი მეთოდოლოგი ინერგება, რომელიც 2015 წლიდან ამოქმედდება და ამ შემთხვევაში, ბაზაში ბენეფიციართა მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც დეკლარაციაში მოხვდება და ხელი თავად ოჯახის წევრების მიერ მოეწერება.
ცვლილების თანახმად, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღები შესაძლოა გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება. მაგ. დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი.
ცნობისთვის, ამ დრომდე არსებული მეთოდით, შემწეობას იღებდნენ ის ოჯახები, რომელთა ქულაც 57 000-მდეა. ამასთან, ასეტი ოჯახის უფროსი იღებდა 60 ლარს, ყველა დანარჩენი წევრი კი 48 ლარს.
იმ მეთოდოლოგიის მიხედვით კი, რომელიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება, უმწეოთა რამდენიმე ჯგუფად დაყოფა მოხდება და ოჯახის ყველა წევრი თანაბარ თანხას მიიღებს.
უკიდურესად ღატაკი ოჯახი შემწეობის სახით ცოტა მეტ თანხას, ან სერვისს მიიღებს, ვიდრე მასზე მეტი ქულის მქონე ოჯახი. მაგალითად, 30 ათას ქულამდე ოჯახები მიიღებენ 60 ლარს. 30 000-57 000 ქულამდე ოჯახები 50 ლარს, 57 000 -60 000 ქულამდე – 40 ლარს, 60 000- 65 000 ქულამდე- 30 ლარს, ყველა ამ ოჯახს თითო ბავშვზე ექნება დანამატი თანხა – 10 ლარი, რაც სააგენტოს ცნობით, "იუნისეფის" ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, ანუ ბავშვები შემწეობის თანხასთან ერთად 10 ლარიან დანამატსაც მიიღებენ, რაც აქამდე არ არსებობდა.
ასევე, ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 65 000 – 100 000 ქულამდე იქნება, არ მიიღებენ საარსებო შემწეობას, თუმცა, მათთვის განკუთვნილია ბავშვზე 10 ლარიანი დანამატი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველებს მაქსიმალურად შესთავაზებენ ვაკანსიებს, თუმცა დასაქმების პროექტი ჯერ დამუშავების სტადიაშია და დოკუმენტის სახეს მოგვიანებით მიიღებს.