საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, სიკვდილის შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი მიანიჭა.
ქვეყნის პირველმა პირმა ჯილდო ჟვანიას ოჯახის წევრებს გადასცა, რომლებსაც ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა.
ზურაბ ჟვანია ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ ზურაბ ჟვანიას, დედა, მეუღლე, ძმა და შვილი ანა ჟვანია.
საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტი დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგო.
დღეს ყოფილი პრემიერის დაბადების დღეა. ზურაბ ჟვანია 51 წლის გახდებოდა.