ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი მთლიანობაში 335-მა კონკურსანტმა გამოთქვა. აქედან, 243 განაცხადი გამგეობაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე შევიდა, ხოლო საკრებულოში _ 92 განაცხადი.
კონკურსის პირველი ეტაპი კონკურსანტთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა იყო. ეს ეტაპი წარმატებით დაძლია გამგეობაში დასაქმების 205-მა მსურველმა, ხოლო საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსანტების განაცხადების მხოლოდ ნახევარს (46-ს) მისცა მეორე ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა, თუმცა, კომისიის თავმჯდომარის, გელა კილაძის თქმით, კონკურსანტებს გარკვეული დრო მიეცათ ხარვეზების გამოსასწორებლად და საბოლოოდ, 5 ვაკანსიაზე 57 განაცხადი დარჩა.
კონკურსის მეორე ეტაპი _ ტესტირება 13-14 დეკემბერს ჩატარდება. რაც შეეხება საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს, მათი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მუნიციპალიტეტის გამგეობა_თავმჯდომარე: ზაზა ურუშაძე; წევრები: რომან ბიწაძე, ნუგზარ ცინცაძე, შოთა ჩაგუნავა, ქეთევან სიხარულიძე.
საკრებულო _ თავმჯდომარე: გელა კილაძე; წევრები: დეკანოზი მირიანი, ელენე ნაჭყეპია, ადამ ხუხუნაიშვილი, ქეთევან სიხარულიძე.