(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, გამოვლინდნენ ბრენდირებული სკოლები. გურიის სკოლებიდან ბრენდირებულთა სიაში, ჯერჯერობით, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა მოხვდა. თითოეული ბრენდირებული სკოლა გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც “გურია ნიუსს” მეორე სკოლის დირექციის წარმომადგენელმა უთხრა, გასულ სასწავლო წელს, სკოლა 79 მოსწავლემ დაამთავრა, 75-მა მიიღო ატესტატი, 54 ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, რომელთა შორის დაფინანსება მიიღო 13-მა.
ყოველივე ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა ყოფილიყო გამოჩინებულთა შორის.