ვეტერან მორაგბეს, საქართველოს ნაკრების ყოფილ მესამეხაზელს, გია ლაბაძეს, რომელმაც თავისი საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი ფრანგულ "ტულონში" გაატარა და ამ გუნდის კაპიტანი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო, ტულონში მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.
გია ლაბაძე წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და 2003 წელს ავსტრალიაში, 2007 წელს კი საფრანგეთში მსოფლიოს თასზეც ითამაშა.