დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, დავით სუჯაშვილმა, გიორგი ზედელაშვილი საბჭოს აპარატს წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა დაკრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნა.
გიორგი ზედელაშვილი2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის თებერვლიდან -ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი იყო.