ყველასათვის ცნობილი ანსამბლი „Queen” არა მხოლოდ ვოკალური ან ინსტრუმენტული, არამედ სპორტული მონაცემებითაც გამოირჩეოდა.
ფრედი მერკურის, მაგიდის ჩოგბურთში თვალსაჩინო წარმატებები ჰქონდა, როჯერ ტეილორი კი, რომელიც დასარტყმელი ინსტრუმენტების გენიოსი იყო, ჩინებული ავტორალისტიც გახლდათ.
საინტერესოა რომ ფეხბურთის გუნდ “ნიუ-იორკ მეტროსტარის” გულშემატკივრები დღესაც კი, ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ, სტადიონზე ასრულებენ „Queen”-ს ცნობილ სიმღერას „We Are The Champions”.
ეს სიმღერა უკვე მრავალი წელია ამ კლუბის ჰიმნად იქცა. ალბათ დაგაინტერესებთ ერთი ფაქტიც.
„Queen“-ის წევრები კონცერტების მიმდინარეობებისას, სცენაზე მეტწილად “ადიდასის”, “პუმას”, “ტაიგერისა” და სხვა ფირმების სპორტული ტანსაცმლით გამოდიოდნენ.