შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, 1994 წელს დაბადებული, ამავე სოფლის მაცხოვრებელი ბადრი ლ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი ლ. მიმდინარე წლის 15 დეკემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სასწავლო პროცესის დროს, საჯარო სკოლაში ნიღბით შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით სკოლის პედაგოგს ოქროს სამკაულები მოსთხოვა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბადრი ლ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).