დღევანდელი გადაცემა საკმაოდ მძიმე კადრებით იწყება. 3 წლის ელენე ჯიბლაძის ყოველდღიურობას, მშობლების თხოვნით, ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. მართალია, „გურია ნიუსის“ მიერ ელენეზე მომზადებულ სტატიას ბევრი გამოეხმაურა, , პატარა გოგონას სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები ჯერ არ მოგროვებულა.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ, როგორ ჩაიარა ტესტირებამ და რა ელით წინ კონკურსანტებს. ამ თემაზე საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეებმა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერიამ ისაუბრეს.
უყურეთ გადაცემას და გაიგეთ, რატომ არის წინააღმდეგი მერაბ ჭანუყვაძე გასაუბრებაზე მედიის წარმომადგნელების დასწრების, რატომ უთხრა დასწრებაზე უარი არასამთავრობო ორგანიზაციებს ლანჩხუთის საკრებულოს საკონკურსო/საატესტატო კომისიამ; რატომ შექმნა გამგეობამ და საკრებულომ სხვადასხვა კომისია ლანჩხუთში და რატომ მიიწვია საკრებულოს კომისიამ წევრად სასულიერო პირი; რა მოლოდინი ჰქონდა ჩოხატაურის ხელისუფლებას, სადაც ყველაზე დაბალი ზღვარი დააწესეს, თუმცა, მაინც ყველაზე მეტი კანდიდატი ჩაიჭრა და გაუჭირდებათ თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ყოფილი ხელისუფლების სახეებთან მუშაობა, რომლებმაც ტესტირების შედეგად საკმაოდ მაღალი ქულები აიღეს.
ამავე გადაცემაში თქვენ პირველად მოისმენთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის კომენტარს მისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე და გაიგებთ, რას ფიქრობს ჭანუყვაძე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ეს ვიღაცამ მიზანმიმართულად, გურიის ყოფილ გუბერნატორთან მისი ახლო მეგობრობის გამო დაგეგმა.