არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI.-ის (თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) დამფუძნებელის გიორგი კლდიაშვილს დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი ფეისბუქით ეხმაურება:
_ სამწუხაროდ ეს დღეები თვალს ვერ ვადევნებ მოვლენებს. ბოდიშს ვიხდი, რომ მხოლოდ დღეს გავიგე გიორგი კლდიაშვილის დაკავების ამბავი და ვერ გამოვეხმაურე აქამდე. ახლა წავიკითხე გიორგის პოსტი. ყველაფერი გასაგები და ნათელია.
თუკი არსებობს სხვა სიმართლე, რომ გაჩერების დროს იარაღით გადმოხტა და პოლიციის თანამშრომლებს ემუქრებოდა, ან საბრძოლო მზადყოფნაში ქონდა იარაღი და ისე გაადადგილდებოდა, ან ოპერატიული ინფორმაცია ქონდათ, რომ დანაშაულის ჩასადენად ემზადებოდა, მაშინ მოგვიყევით.
და თუ ეს არ არის, მაშინ იქნებ ვინმემ ისევე მწყობრად და დამაჯერებლად აუხსნას საზოგადოებას რატომ იყო სრულიად კანონმორჩილი ადამიანის 2 დღით დაკავება / თავისუფლების აღკვეთა, ამაზე სახელმწიფო რესურსების ფლანგვა, შსს-ს თანამშრომლების მოცდენა და სხვა მნიშველოვანი საქმეებისგან ჩამოშორება აუცილებელი და ერთადერთადერთი ზომა, რომელიც იმ კონკრეტულ თანამდებობის პირს მოაფიქრდა.
და კიდევ, ისიც მოგვიყევით, როგორ და რა ფორმით აპირებთ მსგავსი მახინჯი პრაქტიკის გაქრობას ამ უწყებიდან.
იზოლატორში გამომწყვდევა მხოლოდ საზოგადოებისათვის საფრთხის მატარებელ ადამიანებს ეხებათ. მხოლოდ მათ და თანაც მხოლოდ მაშინ თუკი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ან ზუსტად იცით, რომ განმეორებით ჩაიდენენ.
თავისთავად, არც "ცუდი კაცია" ან "საშიში კაცია" არის საკმარისი ადამიანის გამოსამწყვდევად ან მხოლოდ ჩადენილი დანაშაული. ეს ცუდი კაცი, ან დანაშაულის ჩდენის შემდეგ კიდევ რომ საფრთეს წარმოადგენს ეს უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა გამოამწყვდიოთ სასამართლოს განაჩენამდე.
და კიდევ რაიმე სისხლის სამართლის დანაშული რომ ჩაიდინა გიორგი კლდიაშვილმა ესეც მოგვიყევით აუცილებლად მთელ დანარჩენ საზოგადოებას იმის შემდეგ, რაც განგვიმარტავთ საფრთხის ხარისხსა და ამით გამოწვეულ პატიმრობის გარდაუვალობას.
სასწრაფოდ საბჭოთა კავშირი და მიშიზმი ერთად უნდა დავამთავროდ შსს-ში, _ წერს ხიდაშელი.
ამავე თემაზე: საგანგებო განცხადება IDFI-ის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით; რატომ წაუყენეს ბრალი IDFI-ის დამფუძნებელს – "ალბათ, შევაწუხეთ ძალოვანი სტრუქტურები"