გრეტა გარბო
ლეგენდარული მსახიობი ქალი უპირატესობას ანიჭებდა უბრალო საკვებს: შავ პურს, უმარილო კარაქს, ყველს, ლორს. მას აგრეთვე უყვარდა უმი დაბეგვილი ხორცი კვერცხის გულთან და წვრილად დაჭრილი ხახვთან ერთად, ყველანაირი სალათი, ლუდი, არაყი.
ჯორჯ გორდონ ბაირონი
პოეტს მიდრეკილება ჰქონია წონის მომატებისაკენ, მაგრამ, თურმე, მკაცრი დიეტით ინარჩუნებდა სიგამხდრეს.
მისი რაციონი ასე გამოიყურებოდა: კვირაში რამდენიმე დღე ჭამდა მხოლოდ ბისკვიტს და აყოლებდა მინერალურ წყალს. სხვა დღეებში საუზმეზე მიირთმევდა ერთ ჭიქა ჩაის, მოხარშულ ცივ კარტოფილს, ბრინჯს, თევზს ან ბოსტნეულს ძმრით. ვახშმობისას ჭამის სურვილის გასაქრობად ხშირად ღეჭდა თამბაქოს.
მიქელანჯელო
თუ დავუჯერებთ ვაზარისს – მიქელანჯელოს თანამედროვესა და ბიოგრაფს, მხატვარი იმდენად იყო დაკავებული თავისი სამუშაოთი, რომ ახალგაზრდობიდან მოყოლებული მხოლოდ ღვინითა და პურით იკვებებოდა, მოხუცებულობის ჟამს კი ჭამდა მხოლოდ საღამოობით, მაშინ, როდესაც სამუშაოს დაამთავრებდა. მიუხედავად სიმდიდრისა, მთელი ცხოვრება უბრალოდ და მოკრძალებულად ცხოვრობდა.