"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსად შესაძლოა, ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ კუნჭულია, დაინიშნოს.
აღნიშნული სამსახურის უფროსი ბესიკ მელუა კი შესაძლოა ქალაქ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დანიშნონ.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" არცერთი მათგანი არ ადასტურებს.
"ოფიციალურად ჩემთვის ჯერ არ არის ცნობილი" _ გვითხრა კუნჭულიამ. ხოლო ბესიკ მელუამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ ის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნება, პირველად ჩვენგან გაიგო.