ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ქ. გორის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი რაოდენობით კონიაკი „ჰენესი“.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.