შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ალექსი კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 15 დეკემბერს, დაახლოებით 22 საათზე, დავით გურამიშვილის გამზირზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა „32 დენტში“ მივიდა და მორიგე ექიმ-სტომატოლოგს ჩივილებით მიმართა. მას შემდეგ რაც კონსულტაცია გაეწია, ე.წ. ბრიტვის მუქარით 55 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 17 დეკემბერს მეტროსადგურ „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).