(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მთავარი ქუჩა კარგა ხანია, რაც გადათხრილია. გადათხრის მიზეზი კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის ერთი წლის წინანდელი სამონტაჟო სამუშაოები გახდა.
ოქტომბრის დასაწყისში ქუჩის შეკეთება დაიწყეს და როგორც გვითხრეს, ასფალტიც მალე დაიგებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ დაზიანებულ ნაწილებს ჭრიან და როგორც ამბობენ, “აპადმეტკებენ”.