"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გურიის გუბერნატორად დაინიშნოს ქალი.
"მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, გურიის გუბერნატორად დანიშნოს ქალი. შემოგვიერთდით, არის შანსი, რომ ერთი გუბერნტორი მაინც იყოს ქალი. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გურიის გუბერნატორობის კანდიდატად წარადგინოს ქალი," – წერია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე გურიის გუბერნატორის კანდიდატებად მხოლოდ მამაკაცები მოიაზრებიან.