დღეს საღამოს, 6 საათისთვის, ქალაქ ლანჩხუთს ელექტრონერგია გაეტიშა.
შუქი რამდენჯერმე ჩაირთო, მაგრამ უცებ გაიტიშა. ამ დროისთვის მთელი ქალაქი გათიშულია. როგორც გავარკვიეთ, ავარიის მიზეზი პოლიციის მშენებარე შენობის ეზოში მიმდინარე სამუშაოები გახდა _ ტრაქტორმა მიწისქვესჰა სადენები გადაჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქალაქს შუქის მიწოდება, მინიმუმ, ხვალ საღამომდე არ აგუდგება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საავარიო სამსახურის წარმომადგენლებს ელიან ბათუმიდან.