2014 წლის 18 დეკემბერს, ქ. ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ამერიკის მხარემ მიიღო რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.
შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება „ფლექსის“ პროგრამაში მონაწილე ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილი ადგილების 33% გაზრდის შესახებ. აგრეთვე, 23%-ით გაიზრდება აშშ-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რაოდენობა, რომლებიც ამჯერად განთავსდებიან საქართველოს იმ რეგიონებშიც, სადაც 2008 წლის შემდეგ არ ჰქონდათ წვდომა. აგრეთვე გადაწყდა, რომ 2015 წელს საფუძველი ჩაეყაროს ახალ სპორტულ გაცვით პროგრამას აშშ-ისა და საქართველოს შორის. დადებითად შეფასდა ჩვენს ქვეყნებს შორის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ფარგლებში „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამის გაფართოება.