თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვას ეხმაურება და ოჯახის წევრებსა და საქართველოს უსამძიმრებს.
"მრავალსაუკუნოვანი მეომრული და საგმირო წარსულის ქვეყანამ, ისევე, როგორც ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული, თავისი თითოეული მეომარი ღირსეულად უნდა იგლოვოს.
აღარასდროს უნდა დავუშვათ გმირობის, ვაჟკაცობის და თავდადების დაკნინების მცდელობა. ვუსამძიმრებ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს" – წერს ალასანია.