ცნობილი ვარსკვლავები ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანები არიან, თუმცა ბევრი თაყვანისმცემელი მათ ცოცხალ კერპებად აღიარებს.
დღეს შოუ-ბიზნესის რამდენიმე „სუსტი სქესის“ წარმომადგენლის რამდენიმე ახირებას გაგაცნობთ.
ცოტა ხნის წინ მომღერალი მერაია ქერი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.
ინგლისში ჩასულმა ქალბატონმა უარი განაცხადა ინტერვიუების მთელ რიგზე სხვადასხვა გამოცემებში მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე ადგომა არ უყვარს.
მერაია ქერი საერთოდაც ჭირვეულობით გამოირჩევა. ერთხელ რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ მისი ძაღლი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჟელესში ჩაეყვანათ.
მერაია ყოველთვის დაჟინებით მოითხოვს, რომ რესტორანში სადილობისას პირადი მცველები ისე აეფარონ წინ, რომ ცნობისმოყვარე ოფიციანტებს საშუალება არ ჰქონდეთ ნახონ როგორ მიირთმევს საჭმელს.
მშვენიერი ჰოლი ბერი ერთხელ გამოტყდა, რომ ძალიან უყვარს ანონიმურად სხვადასხვა ჩატებში შესვლა და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ საინტერესო ადამიანებმა მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა დაამყარონ, როგორც ერთ რიგით მოკვდავთან, და არა როგორც ვარსკვლავთან.
ანჯელინა ჯოლიმ ერთხელ ყოფილ მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს პაწია ფლაკონით სისხლი გაუცვალა და მედალიონით გულზე დაკიდებული ატარებდა. ბრედ პიტზე გათხოვების შემდეგ სხვა უკიდურესობაში გადავარდა – გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.