საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სოფლის მეურნეობის მინისტრად გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა:
_ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელდა საკადრო ცვლილებები, შედეგად წარმოგიდგენთ სამინისტროს განახლებულ კაბინეტს – მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური, პირველი მოადგილის პოსტს კი იკავებს უკვე ყოფილი მინისტრი ბატონი ოთარ დანელია, _ აღნიშნულია გავრცლებულ განცხადებაში.
P.S. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და ოთარ დანელია ისევ მინისტრის პოსტს იკავებს.