ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია, პატივს მიაგებს უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ხსოვნას.
"ვგმობთ თავდაცვის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებას, აქვე აღვნიშნავთ რომ, ამ განცხადებით ფაქტიურად მოხდა დღევანდელი მთავრობის, მოქალაქე ივანიშვილის და მარიონეტი ღარიბაშვილის პოზიციის ლუსტრაცია.
ვუერთდებით თავდაცვის სამინისტროს წინ მიმდინარე აქციას და მოუწოდებთ მთავრობას და ქვეყნის ფაქტიურ მმართველს ივანიშვილს რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნუ გადაქცევენ რუსეთის სპეცსამსახურების ქვედანაყოფად.
მოუწოდებთ თავდაცვის მინისტრს ბოდიში მოუხადოს გარდაცვლილის ოჯახს და მთლიანად საქართველოს, და დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მზად ვართ მივმართოთ რადიკალურ ზომებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 20 დეკემბერს გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებაზე თუ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე არ მოუხდის ბოდიშს საქართველოს მოსახლეობას და უკრაინაში დაღუპული გმირის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს, მე ჯაბა ღლონტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის საორგანიზაციო მდივანი დავიწყებ შიმშილობას თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნის თაობაზე."