საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მისი მიზანი ევროპული ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებაა:
_ ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს, რომ ერთად შეკრულებმა საერთო მიზნისკენ ვიღვაწოთ. "საზოგადოება 2030" დავაფუძნეთ. ჩვენი სამიზნეა, რომ 2030 წლისთვის ვიყოთ ევროპული ტიპის საზოგადოება, _ განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "მშვიდობით იარაღო".
ივანიშვილია ამბობს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მტერი არ არის.
_ "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან უშლის ხელს ერთიანობაში. მე არ ვარ მათი მტერი. სხვადასხვა მხარეს ნუ იქაჩებიან. ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაგრამ მეთოდებზე და ფორმებზე როდესაც მიდის საქმე, აბსოლუტურად განსხვავებულს აკეთებს ძალიან ბევრი, _ აღნიშნა ივანიშვილმა.