საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ.
_ სახელმწიფოსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა. რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა და სახელმწიფო რა თქმა უნდა არასწორია და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის მთელ მსოფლიოს, _ განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან თანაარსებობა:
_ ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან თანაარსებობა და არასდროს არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიღაცას მოვატყუებთ და დავჩაგრავთ. თავშივე არ უნდა იფიქრო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე თუ თანაარსებობა გინდა. შენ უნდა ფიქრობდე მის ინტერესებზე, რომ მისთვისაც საინტერესო იყოს შენი ცხოვრება. ეს მოახერხეს სხვებმა და ჩვენც უნდა მოვახერხოთ. ამის უამრავი მაგალითია და ჩვენც უნდა გავიმეოროთ, _ აღნიშნა ივანიშვილმა.